მორიგი აფეთქება თბილისში

მორიგი აფეთქება თბილისში – ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად წყლის გამაცხელებელი აფეთქდა. გეთიას ქუჩაზე, აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. მთლიანად დაიწვა დამხმარე ნაგებობა.

ამ წუთებში „ყაზტრანსგაზმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელს შეუწყვიტა.

ადგილობრივების თქმით, ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში ჟონავდა. პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქეების მტკიცებით, მათ ინტოქსიკაცია მიიღეს.