პეკინის გამზირზე გაზის აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე განმარტებით, ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადა ჯერჯერობით ადგილზე რჩება.