პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო საავადმყოფოში 5 ადამიანი მოხვდა

გორის ცენტრალურ საავადმყოფოში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით 5 პაციენტი მოხვდა, აქედან 4 ბავშვია.

ერთ მოზარდს დამწვრობა აღენიშნებოდა, ოთხს კი – სხვადასხვა სახის ზედაპირული დაზიანება. შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ ყველა მათგანი გაეწერა საავადმყოფოდან.