დავით კირკიტაძის საქმის პროკურორმა გიორგი მიქელაძის განცხადებით , მას შემდეგ, რაც დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდებათ, სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს. მისივე თქმით, საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე წერილობითი მტკიცებულებებით კირკიტაძის ბრალი დასტურდებოდა.
„სამწუხაროდ, სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი დავით კირკიტაძის მიმართ. ბრალდების მხარეს მის წინააღმდეგ იმნდენად თვალსაჩინო მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება განაჩენის დასაბუთებული ვერსია, ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს მას სააპელაციო წესით.
მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება განაჩენის დასაბუთებული ვერსია, ვნახავთ, თუ რატომ არ გაიზიარა, რატომ არ შეაფასა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სასამართლომ საკმარისად დავით კირკიტაძის მიმართ გამამატყუნებელი განაჩენის გამოსატანად აღნიშნული მტკიცებულებები. ამის მერე, ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ“, – აღნიშნავს მიქელაძე.
დღეს სასამართლომ დავით კირკიტაძე იმ სისხლის სამართლის საქმეზე გაამართლა, სადაც გამოძიება გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.