რასობრივი ნიშნით ძალადობაში ბრალდებულს პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს

რასობრივი ძალადობის ბრალდებთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ რუსთავში მცხოვრებ მოქალაქეს სამწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაზარალებული ჯორჯ უემსი რუსთავის საქალაქო სასამართლოში 31 იანვარს გამართულ პროცესზე პატიმრის ბოდიშით დაკმაყოფილდა.

ინგლისური ენის პედაგოგმა, რუსთავში მცხოვრებმა კამერუნელმა ჯორჯ უემსმა, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროს, მოსამართლე მადონა მაისურაძის შეკითხვაზე უპასუხა, რომ ბრალდებულმა წინასწარი პატიმრობით კუთვნილი სასჯელი მოიხადა. ამასთან, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბრალდებული 4 შვილის მამაა.

ჯორჯ უემსს გასული წლის 28 ნოემბერს რუსთავის N 17 შიდასაქალაქო მარშრუტით მოძრავ მიკროავტობუსში სცემეს. მან პოლიციას გამოუძახა, თავად კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქმის მასალების მიხედვით, ძალადობა რასობრივ ნიადაგზე მოხდა.
საქმე არძრული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 142 მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც 3-5 წლამდე პატიმრობას ან პირობით სასჯელს ითვალისწინებს. მოსამართლემ ბ. ძ.-ს ძალადობის პრობლემატიკაზე ტრენინგის გავლაც მიუსაჯა