რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მერიასთან აქციის მონაწილეებთან მივიდა.
ქალაქის პირველი პირი აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მოთხოვნებს ეცნობა. ირაკლი ტაბაღუას თქმით მონიტორინგის შედეგად უკვე ამოქმედდა “ინტერტრანსის” წინააღმდეგ საჯარიმო სანქციები. თითო ლოტზე თვითნებურად ფასის ცვლილების გამო კომპანია 100 ლარით დაჯარიმდა. როგორც ცნობილია ტარიფი ამ დროისთვის 7 ლოტზე არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს რომ ინტერტრანსი 700 ლარი დაჯარიმდა. მერის თქმით, განმეორებითი მონიტორინგის შედეგად კომპანიის წინააღმდეგ სანქციები გაორმაგდება.
რუსთავის მერის თქმით, იმ ლოტებზე, სადაც მუდმივად არსებობს პრობლემა კონკურსი გამოცხადდება და ახალი კომპანიები შეირჩევა,რათა კონკურენციის პირობებში მსგავსი პრობლემები არ შეიქმნას.
აქციის მონაწილეებისა და მერის შეხვედრა ამ წუთებშიც გრძელდება.









