რუსთავის მოხუცებულთა სახლს სახელი მიენიჭა.
ამის შესახებ დღეს რუსთავის სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიაზე გახდა ცნობილი. კომისიის თავმჯდომარის ამირან ჯანჯღავას თქმით, გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული და მოხუცებულთა სახლ „ქსენონს“ წმინდა აკაკი მორჩილის სახელდება მიენიჭა.
როგორც ცნობილია, მოხუცებულთა სახლის ეზოში წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის ტაძარიც შენდება. რუსთავის მოხუცებულთა სახლი „ქსენონის“ სახელით 1995 წლიდან ფუნქციონირებს. 2012 წლიდან კი ის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადავიდა და მთლიანად რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ფარგლებში ფინანსდება. მოხუცებულთა სახლში ამ დროისთვის 50–მდე ბენეფიციარი ცხოვრობს.