რუსთავში ბუნებრივი აირის ნაწვით სამი წლის ბავშვი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით სამი წლის გოგონა მოიწამლა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ის რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით მცირეწლოვან ბავშვს საავადმყოფოში შეყვანისას აღენიშნებოდა ცეოთი ინტოქსიკაციის ნიშნები, მას გონება ჰქონდა დაკარგული და ასევე ჰქონდა კრუნჩხვები. 

ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

TV4 ბავშვის ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა, მათი ინფორმაციით გოგონამ ინტოქსიკაცია წყლის გამათბობლის ხმარების შემდეგ მიიღო და ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

შემთხვევა დღეს დაახლოებით 14:00 საათზე მე-20 მიკრორაიონში მოხდა.