რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, საეკლესიო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
როგორც tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მაღაზიიდან წაღებულია 250 ლარის ოდენობის თანხა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო,რაც ქურდობას გულისხმობს.
უწყების ინფრომაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.