რუსთავში სატვირთო ავტომობილების მძღოლები აქციას მართავენ

სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მძღოლები სამ ტონამდე მაისის ავტომობილების ქალაქში მოძრაობის ნებართვას ითხოვენ. მათი თქმით, დაზიანებული გზის გამო მათ ახლა დედაქალაქის ან სხვა მიმართულებით მოძრაობა გამარჯვების გავლით უწევთ, რომელიც მარშრუტს აგრძელებს და მათი სატრანსპორტო ხარჯები იზრდება.

აქციის მონაწილეებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა. მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით მძღოლებთან შეხვედრა გუშინაც შედგა და სამუშაო რეჟიმში , კონსულტაციების გზით შეთანხმების მიღწევა მოხერხდება. რუსთავის მერის თქმით, პარალელურად შემოვლითი გზის მშენებლობაც მიმდინარეობს, სადაც სამუშაოები მალე დასრულდება.