სავარაუდოდ სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

სვარაუდოდ სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.
შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა. გარდაცვლილი მამაკაცი ე.წ. სარვანის დასახლებაში ცხოვრობდა.

როგორც ცნობილია, 50 წლამდე მამაკაცი თოფს ასუფთავებდა, რა დროსაც ტყვიის გასროლა შემთხვევით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.