გიორგი დათუნაიშვილი გურამ მინდორაშვილი და ალექსანდრე გურეშიძე ბოლნისის სიონში აღარ ითამაშებენ.საფეხბურთო კლუბსა და ფეხბურთელებს შორის კონტრაქტი დეკემბერში ამოიწურა. მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს.
საფეხბურთო კლუბი ბოლნისის სიონი ახალი სეზონისთვის ემზადება . კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს – მცველმა გულვერდ თომაშვილმა, ნახევარმცველმა ლევან ხმალაძემ და თავდამსხმელმა ჯაბა უგულავამ.ასევე შეთანხმება მიღწეულია თორნიკე ზარქუასთან, ზვიად სიხარულიასთან და ლაშა ლეჟავასთან.