ძლიერი ქარის დროს დაშავებული 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში , ძლიერი ქარის დროს დაშავებული 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ბათუმის მედცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ექიმების ცნობით, მამაკაცს სახურავის დაცემის შედეგად  ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.გარდაცვლილი  ბათუმის მერიის სერვისების სამსახურის უფროსი იყო.

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დრომდე რჩება მეორე დაშავებული. 60 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაციები. აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. მისი მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა, თუმცა მოტეხილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.