წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ზ.რ.-სა და ი.რ.-ს, ფიზიკური და კუთვნილი ბარგების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 11 804.56 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 171.29 გრამი) გამოავლინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 11 804.56 ლარის ოდენობით შეეფარდათ.