ხანძარი გაჩნდა მე-17 მიკრორაიონში , საცხოვრებელი კორპუსის ბინაში. როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგლიდან იუწყება, ცეცხლი წყლის გამაცხელებელს გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი წყლის გამათბობლის არასწორი მონტაჟის გამო გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ოჯახის წევრებმა გამოიძახეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.