თბილისი მოლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
რამდენიმე წუთის წინ მოლში სახანძრო განგაში გამოცხადდა, რის შემდეგაც სავაჭრო ცენტრი ყველა ადამიანს დაატოვებინეს, მათ შორის დაცვასაც.
როგორც თბილისი მოლში მომუშავე მოქალაქე განმარტავს, იქ მყოფებმა კვამლის სუნი იგრძნეს, თუმცა ხანძარი არ დაუნახავთ.
როგორც ცნობილი გახდა თბილისი მოლის პარკინგზე ავტომანქანა იწვის.