ხანძარი რუსთავში. ცეცხლი მესხიშვილის ქუჩაზე ერთ ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლეიბს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია საცხოვრებელი სახლის იატაკიც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო სამაშველო და საპატრული პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.











