ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, ყველა მათგანს აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.









