გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინსპექტორებს ტრენინგი ჩაუტარდათ

ევროკავშირის ეგიდით „დაძბომილების პროექტის” ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფოს ინსპექტორებს ტრენინგ კურსი ჩაუტარდათ.

სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში არსებული გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება -უწყების ინსპექტორებმა ინფორმაცია საერთაშორისო ექსპერტებისგან მიიღეს.  კომპლექსური ინსპექტირების შესახებ თეორიულ კურსებთან ერთად , ჩატარდება პრაქტიკული ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც  ინსპექტორები საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად ცემენტის და ენერგო საწარმოების ინსპექტირებას განახორციელებენ.

შეხვედრების მიზანია გარემოს დაცვის კუთხით გამოცდილების გაზიარება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს დაახლოება.