გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამრთლო პროცესი მიმდინარეობს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის დავით კირკიტაძის სასამრთლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლოში დავით კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გახანგრძლივების მიზანშეწონილობაზე მსჯელობენ.

დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს დღეს ახალ მტკიცებულებებს წარუდგენს. რაც ნულოვანს გახდის შანსს, რომ დავით კირკიტაძის მიმართ ძალაში დარჩეს აღმკვეთი ღონისძიება- პატიმრობა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. მას 20 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.