მარნეულში მერის ვადამდელი არჩევნები მაისში ან ოქტომბერში გაიმართება

იმ შემთხვევაში, თუ მარნეულის მერს თემურ აბაზოვს უფლებამოსილება 15 თებერვლამდე შეუჩერდება, მარნეულში რიგგარეშე არჩევნები მაისის თვეში ჩატარდება – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შუალედში მოხდება, რიგგარეშე არჩევნები ოქტომბრის თვეში გაიმართება.

ცესკოს ინფორმაციით, კანონმდებლობით არჩევნების თარიღი განკარგულებით დგინდება და ამის შესახებ ცნობილი ხდება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა.

შეგახსენებთ, მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა მარნეულის საკრებულოს მერის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გუშინ მიმართა