მერიის თანამშრომლებზე საპენსიო ფონდში გადასარიცხ თანხას მუნიციპალიტეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს

მერიის თანამშრომლებზე საპენსიო ფონდში გადასარიცხ თანხას მუნიციპალიტეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მერიას, როგორც დამსაქმებელს აღნიშნულისთვის 110 ათას 200 ლარი ჰქონდა განსაზღვრული, რომელიც მუნიციპალიტეტის სამსახურებში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურების 2 პროცენტს შეადგენდა. დღეს განხორციელებული ცვლილების შედეგად ფინანსური რესურსი სხვადასხვა მიმართულებაზე მათ შირის რუსთავის ერთ ერთი სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მოწყობაზე იქნა მიმართული. 

შეგახსენებთ , საპენსიო რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ფონდში ორ პროცენტს თავად დასაქმებული, ორ-ორ პროცენტს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო იხდის. წელს სახელმწიფოს გადაწყვეტილებით , მუნიციპალიტეტების როგორც დამსაქმებლის წილ 2 პროცენტს სახელმწიფო ბიუჯეტი გადაიხდის.