მე-18 საჯარო სკოლაში საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული. საპატრულო ეკიპაჟი სკოლის დირექტორმა გამოიძახა. tv4-ის ინფორმაციით, ადგილი აქვს არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტს.
როგორც სკოლის დირექტორი “ქრონიკის” გადამღებ ჯგუფთან საუბრისას აცხადებს, 15 წლის მოსწავლემ დირექტორს გუშინ მიმართა და განუცხადა,რომ მასზე დეიდა ფიზიკურად და მორალურად სისტემატურად ძალადობდა. დირექტორის ინფორმაციით,15 წლის გოგონას, მშობლები არ ჰყავს და ის დეიდასთან ცხოვრობს. ბავშვის ინფორმაციით, დეიდა მასზე ფიზიკურად ძალადობს და სახლის საქმეების გაკეთებას სთხოვს.
ამ დროისთვის არასრულწლოვანი სოციალური მომსახურების სააგენტოშია გადაყვანილი.
tv4-თან ფაქტს უარყოფს არასრულწლოვანი გოგონას დეიდა.
როგორც tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის შესწავლა.
,,ქრონიკის” გადამღები ჯგუფი აგრძელებს თემაზე მუშაობას და დამატებით დეტალებს უახლოეს დროში მოგაწვდით.