რა ვითარებაში გარდაიცვალა რუსთაველი პოლიციელი–37 წლის ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ტვ4–ის ინფორმაციით, გვიან ღამით რუსთავის ერთ-ერთ რესტორანში დაცვის პოლიციის თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
როგორც tv4-ს რესტორნის დაცვის სამსახურის უფროსმა განუცხადა ობიექტის გარე პერიმეტრზე მოხდა შელაპარაკება, პოლიციის თანამშრომლები ჩხუბის მონაწილეებს შორის ვითარების განმუხტვას ცდილობდნენ, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. რესტორნის დაცვის სამსახურის ინფორმაციით სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე დაგვიანებით მოვიდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა, თუმცა როგორც კლინიკა რუსთავში ქრონიკასთან განმარტავენ 37 წლის მამაკაცს კლინიკაში შეყვანისას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.
დაცვის პოლიციის თანამშრომლის, მანუჩარ მაჩაიძის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.