რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ამერიკის ნავთობის კომპანიას ფოლადის მილებს მიაწოდებს

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ამერიკის ნავთობის კომპანიას ფოლადის მილებს მიაწოდებს -ამის შესახებ ტვ4-ს ინფორმაცია რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ მიაწოდა.

მეტალურგიამ ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს ნავთობ კომპანიასთან მილების მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია. მათივე ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფოლადის ნაკეთობების იმპორტზე შემოღებული გაყიდვები ფართოვდება ჩვენი რეგიონის ქვეყნებშიც.

ახლახანს რუსთავმა, უკრაინის სახელმწიფო გაზის მომპოვებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. წელსვე დაგეგმილია ექსპორტის გეორგაფიის გაფართოება და მომხმარებლების შეძენა სამხრეთ კორეასა და ინდოეთში . რუსთავის მეტალურგიული ქარხანას რამოდენიმე წელია ევროკავშირისა და ჩვენი რეგიონის ბაზრებზე მილები ექსპორტზე გააქვს . ქარხანამ ამერიკაში მილების ექსპორტი გასულ წელს დაიწყო.