თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ნაქირავებ ბინაში სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით ღია წვის კამერიანი (ნიკალას ტიპის) გამათბობელი იყო დამონტაჟებული.
გარდაცვლილია 19 წლის გოგო და 20 წლის ბიჭი.
ახალგაზრდების ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.