მოქალაქის მიერ მართვის მოწმობის შეცვლის პროცესში, პროგრამული ოპერაციის შესრულებისას მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა დაუშვა მექანიკური შეცდომა და მოქალაქის დაბადების ადგილის შევსებისას არასწორად მიუთითა დაბადების ადგილი, კერძოდ მოქალაქეს დაბადების ადგილად რუსთავის ნაცვლად რუსეთი ჩაუწერეს. აღნიშნულ საკითხზე tv4 მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა , როგორც მომსახურების სააგენტოში განმარტავენ , მოქალაქეს საფასურის გადახდის გარეშე ახალ მართვის მოწმობას გადასცემენ .
“ვწუხვართ შექმნილი გარემოების გამო, ჩვენ უკვე დავუკავშირდით მოქალაქეს და ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე, ახალ მართვის მოწმობას გადავცემთ.” – აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს განცხადებაში .









