თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსი კახაბერ ბუხრაძე დააწინაურეს და ის თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გადაიყვანეს. ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსის ადგილი კი ამ დროისთვის ვაკანტურია.ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.
კახაბერ ბუხრაძე პარალელურად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეც იქნება.
ამ დრომდე კახაბერ ბუხრაძეს ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა. ის აღნიშნულ პოსტზე 2017 წლის ივნისში დაინიშნა.
ვინ დაიკავებს ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას TV4 ამ წუთებში ინფორმაციას არკვევს.