რუსთავის ბაგა-ბაღების გარეთიანებამ მუსიკალური კვირეული დაიწყო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეთოდური სწავლების ფარგლებში, ფილიალებში კვირის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება.
საშემსრულებლო ხელოვნების გზით ,საკუთარი შემოქმედებითი უნარის განვითარებაში აღსაზრდელებს მუსიკის პედაგოგები და აღმზრდელები დაეხმარებიან. მუსიკალური კვირეული ჭყონდიდელის დასახლების #41-ე და გაერთიანების #21-ე ფილიალებში დაიწყო.
,,მოგზაურობა მუსიკის სამყაროში“ , „ მე ვარ პატარა კომპოზიტორი“ , ,,მე ვხატავ მუსიკას“ – ამ და სხვა სახელწოდებით კვირეულის ფარგლებში აქტივობები ყველა ფილიალში ჩატარდება.