ბოლნისის „სიონმა“ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონისთვის მზადებას განაგრძობს , გუნდმა მომზადების პირველი ეტაპი საქართველოში უკვე დაასრულა და თურქეთში გაემგზავრა ,
ბოლნისელები მზადების მეორე ეტაპს 8-დან 20 თებერვლამდე ბელექში გააგრძელებენ და ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
ბოლნისის „სიონმა“ საღამოს პირველი მსუბუქი ვარჯიში გამართა. ხვალიდან კი, გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას სრული დატვირთვით შეუდგება.
გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ შალამბერიძის გადაწყვეტილებით, თურქულ შეკრებაზე 22 ფეხბურთელი გაემგზავრა, მათ შორის ცხრა ახალწვეულია. „სიონი“ ამხანაგური მატჩები ოთხის ქვეყნის გუნდებთან დაგეგმა, მათ შორის პოლონეთის , რუსეთის , დანიისა და უკრაინის გუნდებთან .