ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში “კატერინენფილდის მარკეტინგული სტრატეგიის” პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის “ბოლნისში საქმიანობის ეფექტური პლატფორმის
ჩამოყალიბება“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი
დაგეგმილია ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კერძოდ იგეგმება ბოლნისის გერმანული უბნის “კატერინენფილდის “ქუჩის რეაბილიტაცია , რაც ბოლნისის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და ვიზიტორების მოზიდვას შეუწყობს ხელს.პროექტის ორგანიზატორებმა აღნიშნული უბნის მარკეტინგული მიზნებზეც ისაუბრეს და კატერნენფილდის ბრენდის შექმნის სტრატეგიები განიხილეს.
ღონისძიებას სახელმწიფო უწყების ,ადგილობრივი თვითმმართველობის ,ბიზნესს სექტორისა ,არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ტურისტულ სფეროში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ.