გარდაბნის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მშენებლობა იგეგმება

გარდაბნის მერიამ გარდაბანში სპორტული მოედნების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. წელს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ქალაქ გარდაბანსა და მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, სართიჭალასა და ახალსოფელში მინი სპორტული მოედნები მოეწყობა. 

გარდაბანში სამუშაოების შესასრულებლად 80 201 ლარი, სოფელ სართიჭალაში 90 105 ლარი, ხოლო სოფელ ახალსოფელში 90 362 ლარია გამოყოფილი.

ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება, რის შემდეგაც პროექტების შესრულება დაიწყება.