დმანისში ორმოცწყარო-მაშავერას წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დმანისის მუნიციპალიტეტში ორმოცწყარო-მაშავერას წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.  დმანისის მუნიციპალიტეტის მერის,გიორგი ტატუაშვილის  ინფორმაციით, გამოცხადებულია პროექტირების ტენდერი,რომელიც 19 სოფელს და ქალაქ დმანისის მოსახლეობას ხარისხიან წყალს 24 საათიან რეჟიმში მიაწვდის. საპროექტო წინადადების მიღება მიმდინარე წლის 14 თებერვალს სრულდება,რის შემდეგაც აქტიური სამუშაოები დაიწყება. პროექტის ღირებულება 900 000 ლარს შეადგენს.