ხაშურში ერთმანეთს ბორჯომი -თბილისის სამგზავრო მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
როგორც ცნობილი ხდება, შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაშავდა, თუმცა მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული მუხლი 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.