ერთ-ერთ საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის მე-15 საჯარო ბაღში გაურკვეველი სუნის გამო ევაკუაცია გამოცხადდა.

არსებული ინფორმაციით, აღმზრდელებმა შენობაში, კერძოდ სამზარეულოსა და საპირფარეშოში აცეტონის მსგავსი სუნი იგრძნეს, რის გამოც ბავშვები უსაფრთხო ოთახებში გაიყვანეს.

ბაღის ადმინისტრაციამ შექმნილი ვითარების შესახებ მშობლებს აცნობა.

ამ დროისთვის ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. ადგილზე სიტუაციის შეისწავლიან შესაბამისი სამსახურებიც.