რუსთავში, ე.წ კუკუშკას მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
სავარაუდოდ საქმე ეხება ქურდობას. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი პირები ტერიტორიაზე არსებული ძველი სარკინიგზო ლიანდაგის ნაწილების მოპარვას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოკითხვაზე ჰყავთ სამმართველოში ერთი პირიც.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.