კრწანისის სამხედრო ბაზაზე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ერთი წვევამდელი კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს.
როგორ თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მოხდა მცირედი შელაპარაკება, რა დროსაც ემოციური ფონის გამო, ერთ-ერთი წვევამდელი კლინიკაში გადაიყვანეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევამდელს დაზიანებები არ აქვს მიღებული და მას სამედიცინო დაწესებულებიდან მალე გაწერენ.