ხანძარი გაჩნდა თბილისის ცენტრში ,თევდორე მღვდლის ქუჩაზე . ცეცხლი ჯერ პურ-ფუნთუშეულის საცხობში გაჩნდა და მალევე მეორადი ტანსაცმლის საწყობს მოედო. დამწვარია200-250 კვადრატული მეტრი ფართი. ადგილზე 16 სახანძრო მანქანა მუშაობს. ხანძრის მიზეზი უცნობია.მიმდინარობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები .
თბილისის ცენტრში, თბილისი არენას სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი “ქალაქის გული” ერთი წლის წინ ერთხელ უკვე დაიწვა.