თბილისში, 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
შემთხვევა ვერცხლის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. სავარაუდოდ, გარდაცვლილს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ავტომობილიდან ესროლეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.