იაპონიის მთავრობა საქართველოში ოთხ პროექტს დააფინანსებს.
მათგან სამი პროექტი მწვანე პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდება, ხოლო ერთი მათგანი განაღმვით პროექტს გულისხმობს -ამის შესახებ იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ პროექტების საგრანტო ხელმოწერის ცერემონიალზე გახდა ცნობილი.
პროექტების დიდი ნაწილი წალკის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. მუნიციპალიტეტში კარტოფილის სამაცივრე მეურნეობა აშენდება, რომელიც ეკო- მიგრანტების ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და საფუძველს ჩაუყრის წყლისა და ნიადაგის გამოყენებას. მუნიციპალიტეტში ასევე დაგეგმილია ორი მცირე საწარმოს მშენებლობა. საწარმოები წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკო- მიგრანტებს საშუალებას მისცემს შეშა ბიოლოგიურად სუფთა ბერკეტებით ჩაანაცვლონ, რაც გარემოზე მიყენებულ ზიანსაც შეამცირებს.
პროექტების საგრანტო ხელმოწერის ცერემონია იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. ცერემონიას იაპონიის ელჩი საქართველოში, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.