ღმერთმა მოგვცეს თავმდაბლობა, რომ სულიერად ავმაღლდეთ,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიაქრმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მისივე, თქმით ამ კვირას მეზვერესა და ფარისევლის კვირა ეწოდება.
„ტაძარში შევიდა ორი ადამიანი მეზვერე და ფარისეველი. მეზვერე ის ადამიანია, რომელიც სძულდა ხალხს, რომელიც გადასახადს ართმევდა და ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტსაც ვიდრე კანონი ეუბნებოდა. და მეორე კი, ფარისეველი, რომელიც ასრულებდა კანონებს და რომელმაც აღიმაღლა თავი თვისი, ლოცულობს და ამბობს, მე ვასრულებ კანონებს და არა ვარ ისეთი, როგორიც მეზვერეა. ეს არის საოცარი მასწავლებელი ჩვენთვის. უნდა ვიცოდეთ, რომ თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა. უფალს შევთხოვოთ, რომ მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რათა ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა. ვიგრძნოთ, გავითავისოთ ის უარყოფითი მხარეები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ღმერთმა მოგცეთ მადლი სულისა წმიდისა”,-იქადაგა ილია მეორემ.