კირკიტაძის მხარდასაჭერად ნაციონალური მოძრაობის წევრები რუსთაველ აქტივისტებს შეხვდნენ

დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად ნაციონალური მოძრაობის წევრები რუსთაველ აქტივისტებს შეხვდნენ.

ფრაქციის ლიდერები ფიქრობენ რომ კირკიტაძის დაკავება სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლაა და მის დაპატიმრებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ .
„თავისუფლება დავით კირკიტაძეს“ ამ სლოგანით ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა ქალაქში ფლაერები გაავრცელეს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი პოლიციამ 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. კირკიტაძეს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს.

გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.რაც პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებას გულისხმობს. მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 12 თებერვალს 12:00 საათზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.