კომპანია რუსთავის წყლის სპეციალური განცხადება

11თებერვალს მარნეულის  რაიონში  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა  მაღალი ძაბვის ქვესადგურზე ,,გარდაბანი 500” გეგმიურპროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით,  ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება კომპანიარუსთავის წყლის  ხრამის სათავე ნაგებობას, რის გამოც11თებერვალს, დილის 10:00 საათიდან  საღამოს 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებსჭყონდიდელის დასახლებას და ქ. გარდაბანს.

კომპანია რუსთავის წყალი 11 თებერვალს დღის  განმავლობაში  მოსახლეობას და სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებს  წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის.

ქვესადგურზე პროფილაქტიკური სამუშაოების მეორე ეტაპს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 21 თებერვალს ჩაატარებს. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისასწყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას კომპანია რუსთავის წყალი დამატებით წინასწარ გაავრცელებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.