რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ვარდების ბაღის მშენებლობა დაიწყო.
მეუფე იოანეს და რუსთავის მერიის მხარდაჭერით ,,უწმინდესის ვარდების ბაღის“ მშენებლობა დაიწყო.
ბაღი რუსთაველი ქალბატონის, ნანა ბეღელაძის ინიციატივით შენდება და მასში დაახლოებით 250 -მდე მოქალაქეა ჩართული. როგორც tv4-ს ინიციატორმა განუცხადა, ,,უწმინდესის ვარდების ბაღი“ ხელმოწერის ცერემონიალისთვის იქნება განკუთვნილი. ბაღი უწმინდესის აღსაყდრებიდან 40, დაბადებიდან 85 და საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი გახსნა სავარაუდოდ, სააღდგომოდ იგეგმება.