კურორტი გუდაური უამინდობის გამო დაიკეტა

რთული მეტეოროლოგიური პირობების – ძლიერი ქარბუქის გამო, სრულად დაიკეტა კურორტი გუდაური. გათიშულია ყველა საბაგირო.

შესაბამისად, ჩაიშალა საქართველოს თასის ეტაპი ფრისტაილში. როდის გაიხსნება კურორტი ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის.

ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს