მარნეულში , გაზგასამართ სადგურზე ცეცხლი სატვირთო ავტომანქანას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით , არსებობდა აფეთქების საფრთხე . ადგილზე მუშაობდა ორი სახანძრო სამაშველო ჯგუფი . მეხანძრე-მაშვლებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახდინეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.