მარნეულში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა

ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის მხარდაჭერით, მარნეულში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გახსნა.

ცენტრის ფუნქცია ძალადობის მსხვერპლთა,დაზარალებულთა და სავარაუდო მსხვერპლთა დახმარება და რეაბილიტაციაა. კრიზისული ცენტრის მიზანია ბენეფიციარების უფლებების, კანონიერი ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვა. ღონისძიებას სახელმწიფო ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღეის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე ხუთი კრიზისული ცენტრი ფუნქციონირებს. ასევე ფონდის დაქვემდებარებაშია ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცხელი ხაზი 116-006.