H1N1 ვირუსით მარნეულის მუნიციპალიტეტში 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
მამაკაცი მარნეულის ავერსის კლინიკაში 16 იანვარს დადასტურებული H1N1 ვირუსით შეიყვანეს. კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით, პაციენტი ორი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ქრონიკული დაავადებების ქონის გამო პაციენტმა ვირუსი ვერ დაძლია და ის ე.წ ღორის გრიპით გარდაიცვალა.
მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,მარნეულის მასშტაბით სულ „ღორის გრიპით“ დაავადების 7-8 ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევა ფიქსირდება.