მე-7 საჯარო სკოლაში რუსთავის ჩემპიონატი გაიმართა

მე-7 საჯარო სკოლაში რუსთავის ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემპიონატი სპორტის სამ სახეობაში , მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთსა და შაშში ჩატარდა.  სპორტულ აქტივობაში მონაწილეობას რუსთავში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის პირები იღებდნენ. შეჯიბრებაში ერთმანეთს 60-მდე მონაწილე დაუპირისპირდა.
სპორტის თითოეულ სახეობაში გამოვლენილ  პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს სიგელები და მედლები გადაეცათ. 

სპორტულ ჩემპიონატს ქალაქის მერი  და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩემპიონატი რუსთავის  სახელოვნებო,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა.