საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მისი ოჯახისწევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„ქალბატონ გურანდა გაბუნიას გარდაცვალებას მთელი საზოგადოება და ჩვენც გულისტკივილით შევხვდით. ყველასთვის დასანანია, ასაკის მიუხედავად, ენერგიით სავსე დიდ ხელოვანთან, ერთგულ, პირდაპირ და სიკეთით გამორჩეულ ამ ადამიანთან განშორება.
ბატონი ოთარი და ქალბატონი გურანდა ამქვეყნად განუყრელი იყვნენ. ამიერიდან კი ორივენი მარადიულობის მკვიდრნი არიან.
აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.